ტრენინგის მეცხრე დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა. დღეს ჩვენ განვიხილეთ თითოეული მონაწილის პროექტები. მასწავლებლებმა ნათლად და მკაფიოდ ისაუბრეს საკუთარი პროექტების აქტუალობაზე, ზოგიერთ მათგანს უკვე დაწყებული აქვს ამ პროექტის განხორციელება. მათ საკმაოდ კარგად ჩამოაყალიბეს პრექტის პრობლემა, მიზანი და განსახორციელებელი აქტივობები. მივეცით ერთმანეთს საჭირო რეცომენდაციები. ყველა პროექტი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო.
ჩემთვის ეს ტრენინგი ბევრის მომცემი იყო. ვისწავლე, თუ როგორ უნდა გამოვიყენო ისტ საგაკვეთილო პროცესში, კერძოდ თუ რაში დამეხმარება ინტელის სასწავლო კურსი პროექტებით სწავლებაში. ვაპირებ, რომ ჩემი პროექტი, რომელზეც ამ ტრენინგის განმავლობაში ვმუშაობდი, სამომავლოდ განვახორციელო.
უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს, ქ-ნ ქეთი ცერაძეს, ესეთი თბილი, პოზიტიური, სასიამოვნო გარემოს შექმნისთვის და ურთიერთობისთვის!
No comments:
Post a Comment