Saturday, May 20, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

       ტრენინგის მეცხრე დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა. დღეს ჩვენ განვიხილეთ თითოეული მონაწილის პროექტები. მასწავლებლებმა ნათლად და მკაფიოდ ისაუბრეს საკუთარი პროექტების აქტუალობაზე, ზოგიერთ მათგანს უკვე დაწყებული აქვს ამ პროექტის განხორციელება. მათ საკმაოდ კარგად  ჩამოაყალიბეს პრექტის პრობლემა, მიზანი და განსახორციელებელი აქტივობები. მივეცით ერთმანეთს საჭირო რეცომენდაციები. ყველა პროექტი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო.
      ჩემთვის ეს ტრენინგი ბევრის მომცემი იყო. ვისწავლე, თუ როგორ უნდა გამოვიყენო ისტ საგაკვეთილო პროცესში, კერძოდ თუ რაში დამეხმარება ინტელის სასწავლო კურსი პროექტებით სწავლებაში. ვაპირებ, რომ ჩემი პროექტი, რომელზეც ამ ტრენინგის განმავლობაში ვმუშაობდი, სამომავლოდ განვახორციელო.
       უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს, ქ-ნ ქეთი ცერაძეს, ესეთი თბილი, პოზიტიური, სასიამოვნო გარემოს შექმნისთვის და ურთიერთობისთვის!

Sunday, May 14, 2017

ტრენინგის მერვე დღე

            დღევანდელი დღე დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით.
დღეს შევქმენით ფასილიტაციის რესურსი. გადავამოწმეთ ჩვენი საქაღალდეები და როცა დავრწმუნდით, რომ ყველაფერი სრულყოფილად იყო გაკეთებული ავტვირთეთ დრაივში.

Saturday, May 13, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

     დრევანდელი დღეც დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით.
     დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. დეტალურად გავწერეთ სასწავლო პროექტის გეგმის პროცედურები. დავწერეთ ინსტრუქციები მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებით.
     დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

Sunday, May 7, 2017

ტრენინგის მეექვსე დღე

დღეს გავიმეორეთ განვლილი მასალა. გავიხსენეთ პაუერფოინტში მუშაობა და გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაცია. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე და გადავათვალიერეთ გეგმების ნიმუშები. დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო იყო,რისთვისაც დიდი მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს!

Saturday, May 6, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთი დღე დავიწყეთ ნასწავლი მასალის გადამეორებით. ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვა და თუ როგორ უნდა მიუთითოთ გამოყენებული ლიტერატურა. ვისწავლეთ ბლოგში მუშაობა და გაჯეტების შექმნა.