Sunday, April 30, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე, ისევე როგორც წინა დღეები, იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. დღეს გავიმეორეთ განვლილი მასალა. გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს, რომელიც მოვარგე ჩემს პროექტს. გავაკეთე ჩემი პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაცია.

Saturday, April 29, 2017

ტრენინგის მესამე დღე

გავიმეორეთ განვლილი მასალა. ვიმუშავეთ გეგმებზე, ჩემს  პროექტს  შეუსაბამე სტანდარტი და განვსაზღვრე მიზნები. გამოვყავი თემატური, ზოგადი და შინაარსობრივი კითხვები. როგორც წინა დღეები,ეს დღეც იყო ძალიან ნაყოფიერი.

Sunday, April 23, 2017

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე წარიმართა ძალიან საინტერესოდ. უპირველესად განვიხილეთ საშინაო დავალება და ყველა დამატებით შეკითხვაზე გავლილ მასალასთან დაკავშირებით მივიღე ამომწურავი პასუხები. შემდეგ ვისწავლე სარეკლამო ბუკლეტის დამზადება. დავამზადე ბუკლეტი და შევინახე ჩემს საქაღალდეში. მომდევნო დღეებსაც ველოდები დიდი ინტერესით.

Saturday, April 22, 2017

ტრენინგის პირველი დღე

ინტელის სასწავლო კურსის პირველ დღე დაიწყო ურთიერთ გაცნობით. გავეცანი გზამკვლევს, შევქმენი პორთფოლიოს საქაღალდე. გავეცანი სხვადასხვა პროექტებს და რესურსებს. განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, რაც დამეხმარება სასწავლო პროექტის დაწერაში. შევქმენი ბლოგი. პირველი დღე იყო საინტერესო, რამაც შემიქმნა მოტივაცია შემდგომი მუშაობისა.